კატეგორია: სპორტი  2018-11-14
9 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ჩეხეთის დედაქალაქ
პრაღაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი " Prague Riedell Ice Cup ". გათამაშებაში,
რომელშიც სულ მონაწილეობდა 106 სპორტსმენი იუნიორებისა და ნოვისების
კატეგორიაში.
ტურნირზე ქართველმა მოციგურავემ ალინა ურუშაძემ
იუნიორთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ალინა ურუშაძესთან ერთად იუნიორთა შორის ასპარეზობდა
13 ქვეყნის 29 მოციგურავე. თავისუფალ პროგრამაში ალინამ 93, 08 ქულით პირველი
ადგილი დაიკავა. მოკლე და თავისუფალი პროგრამების საერთო 139,87 ქულით მან
მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა .
|