კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-11-28
სლოვენიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ალენკა ერმეცი დაინიშნა.
ერმეცი გახდა ერთადერთი ქალი, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ჯარს უხელმძღვანელებს, იუწყება "როიტერი".
ამ თანამდებობაზე ერმეცი თავის წინამორბედს ალან გედერას შეცვლის.
ერმეცი 1991 წლიდან მსახურობს სლოვენიის შეიარაღებულ ძალებში, იმ პერიოდიდან, როცა სლოვენიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 2018 წლის მარტში ის დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ. ალენკა ერმეცი სწავლობდა თავდაცვის კვლევით სამეფო კოლეჯსა და ლონდონის სამეფო კოლეჯში.
მისი დანიშვნა უკავშირდება სექტემბერში მთავრობაში მომხდარ ცვლილებებს, როდესაც სლოვენიაში არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრი მარიან შარეცი მოვიდა.
|