კატეგორია: სპორტი  2018-11-30
სლოვენიის ქალაქ ბლედში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ტურის პარტიებია. ნონა გაფრინდაშვილის პარტია ინგლისელ დინაჰ ნორმანთან უკვე დასრულდა. მან მოწინააღმეგე იძულებული გახადა 74-ე სვლაზე დანებებულიყო. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.
გაფრინდაშვილმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით პირველი ადგილი, +65 წლის ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
ეს კი ნიშნავს, რომ ნონა გაფრინდაშვილი მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის და ყველაზე უხუცესია მათ შორის, ვისაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.
+50წლის კაც ვეტერან მოჭადრაკეთა შორის ქართველმა მოჭადრაკეებმა, 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი ბაღათუროვმა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ზურაბ სტურუამ ამჯერად მეორე და მესამე ადგილებით დაკმაყოფილდნენ.
|