კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-12-18
იმისათვის რომ მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას, მათ შორის შრომის ანაზღაურებაში, საჭიროა კიდევ 202 წელი. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გენდერული ბალანსის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენდერული თანასწორობა პოლიტიკაში, ჯანდაცვაში და განათლების სფეროში ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 0,1%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიტეტის მისაღწევად საჭიროა 108 წელი. ეკონომიკური შესაძლებლობები ყველაზე დიდ პრობლემად რჩება ამ სფეროში.
„გლობალურ მასშტაბით ჩვენ ვხედავთ, რომ არ არსებობს ერთი ქვეყანაც კი, რომელმაც მიაღწია გენდერულ თანასწორობას, მიუხედავად განვითარების დონისა“, - განაცხადა გაეროს სტრუქტურა „გაერო-ქალების“ დირექტორმა ანა-კარინ ჯატფოსმა.
გენდერული თანასწორობის ანგარიშით ისლანდია 10 წლის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებს. მას შემდეგ მოდის ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი. უთანასწორობით ყველაზე დაბალ პოზიციებს იკავებენ საუდის არაბეთი, ირანი, ჩადი, სირია, ერაყი, პაკისტანი და იემენი.
|
|