კატეგორია: სპორტი ![](images/shortcut.gif) 2018-12-27
რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვერსიით 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
სამინისტრომ საუკეთესოები 14 ნომინაციაში გამოავლინა.
2018 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი სამბისტი ნინო ოძელაშვილი გახდა. გამარჯვებულის სახელზე პრიზი სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა, ავთანდილ ცინცაძემ ჩაიბარა.
ოძელაშვილი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია სამბოში, სამინისტროს ცნობით — პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი საჭიდაო სახეობებში.
წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტული ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. ლაშა ტალახაძე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დააჯილდოვა. მისი თქმით, 2018 წელი ყველაზე წარმატებული იყო ქართული სპორტის ისტორიაში.
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში გახდა ლევან საგინაშვილი (მკლავჭიდი), საუკეთესო მსაჯად დასახელდა ელისო ბედოშვილი (მხატვრული ტანვარჯიში).
წლის საუკეთესო ფედერაციად საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აღიარეს. საუკეთესო გუნდის პრიზი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გადაეცა. წლის მენეჯერად აღიარეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საუკეთესო მსაჯად - ელისო ბედოშვილი (მხატვრული ტანვარჯიში), საუკეთესო მწვრთნელად - გიორგი ასანიძე (ძალოსნობა). წლის საუკეთესო პარასპორტსმენები კი გახდნენ ირმა ხეცურიანი (პარაფარიკაობა) და ზვიად გოგოჭური (პარაძიუდო).
2018 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის წოდებაზე წარდგენილი იყვნენ:
-
ნინო ოძელაშვილი (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში, პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი საჭიდაო სახეობებში)
-
ელენე ქებაძე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში)
-
ნანა ძაგნიძე (მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი)
-
ანასტასია გოტფრიდი (ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში)
-
ლიზი კილაძე (ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ტყვიით სროლაში)
-
ნინო ხუციბერიძე (ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ტყვიით სროლაში)
|