ლოს-ანჯელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) ტანმოვარჯიშემ, კეიტლინ ოჰაშმა მთელი ინტერნეტი მოაჯადოვა. მისი სრულყოფილი, საოცარი, ენერგიითა და სიცოცხლით აღსავსე გამოსვლის ვიდეო ვირუსული გახდა და უკვე 40 მილიონი მნახველი ჰყავს.
წარმატებული შესრულების შემგეგ, მან ინტერვიუ მრავალ მედია– საშუალებას მისცა.
კეიტლინი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და სულ რაღაც 3 წელია, რაც ვარჯიშობს.
ტანმოვარჯიშის თქმით, მას უნდა თავისი მომავალი საქმიანობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს მიუძღვნას და ასევე, გამოაქვეყნოს ლექსების კრებული, რომელსაც ქალთა პრობლემებს მიუძღვნის.
«მე ვიმედოვნებ დავიწყო საქმიანობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლეპის დახმარების კუთხით, მინდა შევქმნა თავშესაფარი და განვახორციელო პროგრამა, რომელიც დაეხმარება მათ ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციაში“– განაცხადა მომავალმა გენდერის სპეციალისტმა Reuters–თან ინტერვიუში.