კატეგორია: გენდერი მსოფლიოში ![](images/shortcut.gif) 2019-01-21
ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რის მიხედვითაც ქალის ქვედაბოლოს ქვეშიდან ფარულად ფოტოს გადაღება (აპსკერტინგი) ინგლისში და უელსში დასჯადი იქნება. ასეთი ქმედება ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
მიმდინარე კვირაში ლორდთა პალატამ მესამე მოსმენით მიიღო დამატებები სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ კანონში.
დოკუმენტის თანახმად "ოპერირებული მოწყობილობით" სხვა ადამიანის ტანსაცმლის ქვეშ ფოტო ან ვიდეოგადაღება აღიარებულია, როგორც ვუაიერიზმის ნაირსახეობად და ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით ორი წლის ვადით.
ინგლისში აქტიური კამპანია აპსკერტინგის წინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 2017 წელს ახალგაზრდა ქალი ჯინ მარტინი ლონდონიდან თავხედური, დემონსტრატიული აპსკერტინგის მსხვერპლი გახდა ჰაიდ-პარკში კონცერტის დროს.
აღსანიშნავია, რომ ეს კანონი შოტლანდიაში ჯერ კიდევ 8 წლის წინ მიიღეს.
აპსკერტინგი - (ინგ.Upskirting) გახდა სერიოზული პრობლემა განსაკუთრებით სმარტფონების გამოჩენის შემდეგ, სწორედ ამიტომაც რამდნიმე ქვეყანაში შესაბამისი მუხლები კანონში უკვე მიიღეს, თუმცა ასეთი ქვეყნების რაოდენობა ჯერჯერობით ძალზე მცირეა.
ავსტრალიაში აპსკერტინგი ყველა შტატშია აღიარებული დანაშაულად, ახალ ზელანდიაში და ინდოეთში სხეულის ინტიმური ნაწილების ფარულად ფოტო და ვიდეო გადაღება, ამგვარი მასალის შენახვა და მისი გავრცელება, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო აშშ–ი სხეულის ინტიმური ნაწილების საიდუმლო ფოტო გადაღება ზოგიერთ შტატში ისჯება.
https://www.bbc.com/news/uk-44557441 |