Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

2019 წლის პირველი ქართული ოქრო ფიგურულ ციგურაობაში ალინა ურუშაძემ მოიპოვა

Category: Sport 
2019-01-21

ფიგურულ ციგურაობაში 2019 წლის პირველ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავე, 14 წლის ალინა ურუშაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.

 

 

შეჯიბრს სერბეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. იუნიორთა კატეგორიაში მოკლე და თავისუფალი პროგრამები 36-მა სპორტსმენმა წარმოადგინა. ურუშაძემ დამაჯერებლად იასპარეზა და ორივე პროგრამაში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. ჯამში ქართველმა მოციგურავემ 146,71 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.

 

 

ალინა ურუშაძის წარმატება მნიშვნელოვანი განაცხადია ისეთი ტურნირების წინ, როგორებიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებია. კონტინენტის პირველობა 21-27 იანვარს მინსკში გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატებს კი მარტში ხორვატია და იაპონია უმასპინძლებენ. ამ ტურნირებზე ქართველი მოციგურავეები ვაჟების, გოგონებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში იასპარეზებენ.

 

 

ალინა ურუშაძე მონაწილეობას მიიღებს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალშიც, რომელიც 9-16 თებერვალს სარაევოში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ქართველი მოციგურავე საერთაშორისო ასპარეზზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და უკვე არაერთი წარმატება მოიპოვა. 2018 წელი ურუშაძისთვის სადებიუტო იყო.

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker