კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2019-01-25
ჩილეს სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აღიარებს ძუძუთი კვებას, როგორც ქალთა და ბავშვთა უფლებას, ხოლო დისკრიმინაციისთვის ან ამ უფლების დარღვევისთვის დამნაშავეს აკისრებს ჯარიმას 300 დოლარის ოდენობით. ამის შესახებ ინფორმაციას ჩილეს მთავრობა ავრცელებს.
კანონი მიზნად ისახავს მეძუძური დედების მიმართ საზოგადოებრივ ადგილებში დისკრიმინაციასთან და სასტიკ მოპყრობასთან ბრძოლას, რომელიც დაფიქსირდა ჩილეში ბოლო პერიოდში.
კანონპროექტი ადგენს, რომ დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი ჯარიმდება 70-დან 288 დოლარამდე (დაახლოებით 48-დან 194 ათასი ჩილეს პესო). გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ადამიანის რძის ბანკის შექმნას და ხელს უწყობს დედის რძის შემოწირულობას.
კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელს ჩილეს პრეზიდენტი მოაწერს.
ჩილეს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბავშვის ძუძუთი კვება ბოლო 30 წლის განმავლობაში 40% -ით გაიზარდა, ბოლო 10 წლის განმავლობაში 10% , ხოლო 2017 წელს - 57%.
|