Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის ყველა ჯილდო კაცებმა მიიღეს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-01-29

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის დაჯილდოვებამ სკანდალი გამოიწვია. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულები მხოლოდ კაცები გახდნენ. გამარჯვებულთა სიას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ქვეყნის პრემიერ– მინისტრმა და ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაკტუმმა (Mohammed bin Rashid) ჯილდო სხვადასხვა კატეგორიაში გადასცა, მათ შორის "გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი საუკეთესო სამთავრობო ორგანიზაცია", "გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი საუკეთესო ფედერალური ინსტიტუტი" და "საუკეთესო ინიციატივა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად " .

 

პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა საიფ იბნ ზაიედ ალ ნაჰიანმა ჯილდო, როგორც გენდერული თანასწორობისთვის ყველაზე აქტიურმა მებრძოლემ მიიღო. მან შემოიღო დეკრეტული შვებულება არაბთა გაერთიანებული საემიროების ჯარში.

 

Reuters-ი აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში ამ ჯილდოს გადაცემამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

 

მომხმარებლებმა თავიანთ გვერდებზე სარკასტული კომენტარები გამოაქვეყნეს. "ის ფაქტი, რომ მათ გრძელი პერანგი აცვიათ არ ხდის მათ ქალებად,"–  წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

 

"გენდერული თანასწორობის პოლიტიკის საუკეთესო ილუსტრაცია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში," და "ჩემო ბიჭებო, დაგავიწყდათ ცერემონიალზე ქალების  დაპატიჟება", - ასე ეხმიანებიან დაჯილდოებას მომხმარებლები Twitter- ზე და მიუთითებენ, რომ ამ ჯილდოს არაფერი აქვს საერთო გენდერულ თანასწორობასთან.

 

დუბაის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ისინი ამაყობენ ემირატის ქალების წარმატებებით და მათი წვლილით ქვეყნის მომავლის მშენებლობაში.

 

პრიზი გადაეცემა 2015 წლიდან. გაეროს მონაცემებით, ქვეყანა ლიდერობს სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის გენდერული პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით. თუმცა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული თანასწორობის ინდექსის მიხედვით ქვეყანა 149 ქვეყანას შორის 121-ე ადგილს იკავებს.

 

 

    

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker