კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-02-07
კონგრესში მისულ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დემოკრატი ქალები თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილები დახვდნენ. ამის შესახებ dailymail-ი წერს.
ლაპარაკია 106 ქალზე. ეს გადაწყვეტილება ქალთა მიმართ სოლიდარობის ერთგვარი აქტი იყო. აღსანიშნავია, რომ ტრამპი სხვადასხვა დროს სექსუალურ სკანდალებსა და ქალების მიმართ უცენზურო გამონათქვამების გამო კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.
თეთრი ფერი დაკავშირებულია სუფრაჟისტებთან, რომლებიც ქალთა ბურჟუაზიული მოძრაობის მონაწილეები იყვნენ და ქალებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭებას მოითხოვდნენ.
2018 წელს კონგრესში დონალდ ტრამპის პირველი გამოსვლისას მელანია ტრამპიც თეთრ ფერში იყო გამოწყობილი.
|