კატეგორია: სპორტი ![](images/shortcut.gif) 2019-02-15
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 23 წლამდე ეტლით
მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.
21 წლის ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი
მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
„ა“ კატეგორიაში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო
ჩემპიონის ტიტული ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა. ფინალში ის ტაილანდელ ატიტაია ჩოკერს
დაუპირისპირდა და 15:7 დაამარცხა. მანამდე მეოთხედფინალში მან ამერიკელ შელბი
ჯენსენს 15:6 სძლია. ნახევარფინალში კი ჰონკონგელ კა მან ლამს მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე, ეტლით ფარიკაობის
მსოფლიოზე თასზე, ჩემპიონის ტიტულს ირმა ხეცურიანი დაეუფლა. ხეცურიანისთვის მსოფლიო
თასის ტურნირებზე ეს მე-14 ოქროს მედალია.
|