კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-02-19
აშხაბადის პოლიცია (თურქმენეთი) ატარებს მძღოლების, პირველ რიგში კი ქალების შემოწმებას და ნებისმიერი საბაბით ართმევს მათ მძღოლის მოწმობებს. ამის შესახებ წერს "რადიო Azatlyk".
პუბლიკაციის თანახმად, ერთ დღეში ავტოსადგომზე 90-დან 120 ავტომანქანა იყო გადაყვანილი, რომლის საჭესთან ქალები ისხდნენ.
"დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ პოლიციის ქმედებები მიზნად ისახავს აიძულონ ქალები რომ მართვაზე უარი თქვან," - წერს გაზეთი.
გამოცემის თანახმად, ერთ-ერთ ქალ მძღოლს მოწმობა პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების არ ქონის გამო ჩამოერთვა. ქალებს ასევე აუკრძალეს მანქანით ქალაქის ცენტრში განლაგებულ ქუჩებზე მოძრაობა. გარდა ამისა, ავტომანქანების გამოყენება აეკრძალათ სამართალდამცავ სტრუქტურებში მომუშავე ქალებსაც.
2017 წლის დეკემბერში თურქმენეთის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით ქალებს აეკრძალათ საჭესთან დაჯდომა. ამ აკრძალვის დარღვევის გამო, საგზაო პოლიციის თანამშრომლებს შეეძლოთ ქალებისათვის ჯარიმის გამოწერა.
2018 წლის იანვრიდან კი აკრძალვის დარღვევის გამო პოლიციის თანამშრომლები ქალებს მართვის მოწმობას ართმევენ, ავტომანქანები კი სადგომზე გადაჰყავთ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ასეთი აკრძალვის აუცილებლობა თურქმენეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მონაცემებმა გამოიწვია, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ავარიების უმეტესობა ქალი მძღოლების გამო ან მათი მონაწილეობით ხდება. შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა "სიტუაციის გამოსწორება".
|