Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქსტატი: პროფესორ-მასწავლებელთა 53.8% არის ქალი, ხოლო 46.2% - კაცი

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-03-05

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით 2018/2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულია 41.6 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 27.8 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 13.8 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, შემცირდა 2.7 ათასით.

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 147.7 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 2.7%-ით მეტია. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 50.2% არის ქალი და 49.8% კაცი.

 

2018 წლის მონაცემებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 24.3 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%-ით ნაკლებია. კურსდამთავრებულებიდან 57.4% არის ქალი, ხოლო 42.6% - კაცი.

 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 9.4 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით მეტია.

 

პროფესორ-მასწავლებელთა 53.8% არის ქალი, ხოლო 46.2% - კაცი. მათი უდიდესი ნაწილი,38.5%, არის ასოცირებული პროფესორი.

 

2017 წელთან შედარებით, სადოქტორო პროგრამებზე მიღებულთა რაოდენობის ზრდა2018 წელს (შესაბამისად, 88 დოქტორანტიდან 124 დოქტორანტამდე) აღინიშნა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაზე.

 

2018 წელს აღნიშნულ პროგრამაზე, როგორც მიღებულთა (78), ისე კურსდამთავრებულ (28) დოქტორანტთა უმეტესობა ქალია.

 

2018 წელს კურსდამთავრებულ დოქტორანტთა საერთო რიცხოვნობიდან 60.8 პროცენტი ქალია, ხოლო 39.2 პ როცენტი - კაცი.

 

საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც ახორციელებდნენ სტუდენტების მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის ბოლოსთვის იყო 118, აქედან 39 საჯარო და 79 კერძო. 2018 წელს ჩარიცხულია 11 820 სტუდენტი, რომელთაგან 48 % ქალია და 52 % - კაცი.

 

2018 წელს კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ შეადგინა თითქმის 12 ათასი სტუდენტი, რომელთაგან 50.4 % ქალია და 49,6 % კაცი.

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker