Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ესტონეთს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-03-06

„რეფორმების პარტიის“ თავმჯდომარე და გაერთიანების ლიდერი კაია კალასი ესტონეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.

 

41 წლის კალასი განათლებით იურისტია და  1999 წელს ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2010 წლიდან ის „რეფორმების პარტიის“ წევრი გახდა. 2011 წელს, კალასი ქვეყნის პარლამენტში აირჩიეს. 2014 წელს კი ის არჩეული  იყო ევროპარლამენტში.

 

2017 წლის დეკემბერში, კაია კალასი „რეფორმების პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა "რეფორმების პარტიამ" ხმების 29 პროცენტი მოიპოვა და 101 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 34 მანდატს დაიკავებს. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მმართველ ცენტრისტულ პარტიას ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 23%-მა.

 

ესტონეთის კანონმდებლობის თანახმად, მთავრობის ფორმირების უფლება არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას ეძლევა.

 

აღსანიშნავია, რომ ესტონეთის პარლამენტის 101 მანდატისთვის 1099 კანდიდატი იბრძოდა 10 პოლიტიკური პარტიიდან.

 

ესტონეთს ასევე პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. 46 წლის კერსტი კალჯულეიდი, 2016 წელს,  პარლამენტის (რიიგიკოგუს) გადაწყვეტილებით იქნა არჩეული ესტონეთის პრეზიდენტად.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker