Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პირველად ე.წ. ნობელის პრემია მათემატიკაშიკაში ქალს გადაეცა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-03-20

ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემიამ 2019 წელს აბელის პრემიის ლაურეატი გამოაცხადა. პირველად ისტორიაში ის ქალს, ამერიკელ მათემატიკოსს კარენ ულენბეკს (Karen Uhlenbeck) გადაეცა.


 

ჟიურიმ შეაფასა მისი ნაშრომი, როგორც "ფუნდამენტური ნაშრომი გეომეტრიულ ანალიზში და საკალიბრო თეორიაში, რომელმაც დრამატულად შეცვალა მათემატიკური ლანდშაფტი." ის ასევე დააფასეს, როგორც "მეცნიერებაში და მათემატიკაში გენდერული თანასწორობის დამცველი."


 

პრემიის გამცემი კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ 76 წლის მეცნიერის ნაშრომი საკმაოდ მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენს ინტეგრირებული სისტემების თეორიაზე.

 

 

 

 

აბელის პრემიას ხშირად უწოდებენ ნობელის პრემიას მათემატიკაში და ის 2003 წლიდან გაიცემა. პრემიის მოცულობა 6 მილიონი კვონია (700 ათასი დოლარი).


 

ულენბეკი 1942 წელს დაიბადა, სწავლობდა მიჩიგანის, ნიუ-იორკისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტებში. იგი მუშაობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, კალიფორნიის ბერკლისა და ილინოისის უნივერსიტეტებში. ახლა ის მუშაობს ტეხასის უნივერსიტეტში ოსტინში და პრინსტონის უნივერსიტეტში.


 

მათემატიკოსმა ნაწილობრივი დიფერენციალური განტოლებების შესახებ ნაშრომების გამოქვეყნებით გაითქვა სახელი. თუმცა, თავისი კარიერის განმავლობაში იკვლევდა ბევრ დარგს, ფიზიკის, გეომეტრიის და კვანტური თეორიის ჩათვლით.  

 

ჯილდოს საორგანიზაციო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ულენბეკი მეორე ქალი გახდა ისტორიაში ემი ნეტერის შემდეგ, რომელიც მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა. მკვლევარი აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდა მათემატიკოსებს და ზოგადად გენდერულ თანასწორობას მათემატიკაში და მეცნიერებაში. ის არის «Women and Mathematics» საგანმანათლებლო პროგრამის თანადამფუძნებელი, რომელიც შეიქმნა 1993 წელს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker