კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-04-01
სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 58 პროცენტი მოიპოვა ზუზანა კაპუტოვამ და ამით იგი ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პროგრესული სლოვაკეთის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ზუზანა კაპუტოვა და მმართველი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მაროს სეფკოვიჩი.
არაოფიციალური შედეგების მიხედვით, ხმების 95% დათვლილია და 58% კაპუტოვამ მოაგროვა, 41%-ი კი სეფკოვიჩმა.
ჩეხიიდან გამოყოფილ და 1993 წელს დამოუკიდებლობა გამოცხადებულ სლოვაკეთში, სადაც 4.4 მილიონი ამომრჩეველია, რიგით მეხუთე პრეზიდენტი და ამავე დროს ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტიც კაპუტოვა გახდა
|