კატეგორია: ეს საინტერესოა ![](images/shortcut.gif) 2019-04-11
ასტროფიზიკოსებმა, ისტორიაში პირველად, შავი ხვრელის ფოტო წარადგინეს, ამაში კი მთავარი დამსახურება 29 წლის კეტი ბოუმანს მიუძღვის, რომელმაც შეიმუშავა ალგორითმი, რითაც შავი ხვრელის სრული ფოტო შეადგინა.
ბოუმანი ხელმძღვანელობდა ალგორიტმების შემუშავების პროცესს, რათა შავი ხვრელის სურათის მისაღებად რადიოტელესკოპებიდან ინფორმაცია შეეგროვებინა და ამ მონაცემთა სინქრონიზაცია მოეხდინა.
ბოუმანმა შავი ხვრელის პირველი ნამდვილი ფოტოს ჩატვირთვის დროს სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ არ სჯერა იმის, რაც მის თავს ხდება.
მკვლევარები შავ ხვრელს 2017 წლის აპრილში 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგად მათ 500 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მიიღეს, რომლის დამუშავებასაც 2 წელი დასჭირდა.
იმისთვის, რომ შავი ხვრელის გამოსახულება მიეღოთ, სპეციალისტებმა დედამიწის 8 წერტილიდან დაახლოებით ათი რადიოტელესკოპის Horizon Telescope-ის ქსელი შექმნეს, რომლებიც დასინქრონებული იყვნენ ყველაზე ზუსტი ატომური საათებით და პირდაპირ იყვნენ მიმართული ირმის ნახტომის ცენტრისკენ.
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ აქ არის ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც მზეს მასით 4 მილიონჯერ აღემატება. მას მშვილდოსანი A* ეწოდება და ირმის ნახტომის ბრუნვის ორბიტის კვების წყაროა.
![](http://www.ginsc.net/upload_files/news/full/10637black1512.jpg)
შავი ხვრელი ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი ადგილია სამყაროში. ის შთანთქავს სინათლეს და ნებისმიერ ციურ სხეულს, რომელიც მასთან ახლოს აღმოჩნდება. შავი ხვრელის წიაღში უკვალოდ ქრება ვარსკვლავები, პლანეტები, გაზები, მტვერი, თუ ნებისმიერი სახის ელექტრომაგნიტური რადიაცია.
|