Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საემიროებში პირველად ქალთა სახანძრო ბრიგადა შეიქმნა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-04-12

პირველად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ქალთა სახანძრო ბრიგადა შეიქმნა. შარჯის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელის განცხადებით, 150-ზე მეტმა ქალმა შეიტანა განაცხადი ამ სამსახურში დასაქმებაზე, თუმცა შეირჩა მხოლოდ 15.

 

ქალებმა გაიარეს ორწლიანი სასწავლო კურსები სამოქალაქო თავდაცვისა და პოლიციის აკადემიაში, რომელიც ასევე პრაქტიკულ სწავლებას შეიცავდა.

 

მეხანძრე ქალებს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრინცი აბუ-დაბი მუჰამედ ბინ ზაი ალ ნახაიანი შეხვდა. მან განაცხადა, რომ  არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ქალები ყოველთვის ადასტურებენ თავიანთ ღირებულებას ყველა ეროვნული ამოცანის შესრულების პროცესში რომელიც მათზეა დაკისრებული.  ამის შესახებ პრინცმა თავის twitter-ის გვერდზე დაწერა. 

 

 

 


 

 

 

2019 წლის აპრილში ქვეყანაში, ასევე პირველად, ქალები მოსამართლეებად დაინიშნენ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კი, მომავალი მოწვევის ფედერალურ ეროვნულ საბჭოში ქალ დეპუტატთა წარმომადგენლობა 50%-მდე გაიზრდება.

 

გადაწყვეტილებები ასახავს მთავრობის პოზიციას, რომელიც ცდილობს უზრუნველყოს ქალების წარმომადგენლობა სხვადასხვა სფეროში და მათი „როლის გაზრდა ქვეყნის განვითარებასა და პროგრესში".

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker