კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-04-18
აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) ასტრონავტ კრისტინა კოხის მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2020 წლის თებერვლამდე გააგრძელა.
NASA- ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კოხი ქალთა შორის კოსმოსში უწყვეტად ყოფნის რეკორდს დაამყრებს და მისი ორბიტაზე ყოფნის ხანგრძლივობა 328 დღეს შეადგენს.
"ერთმა თვემ ჩაიარა, დარჩა კიდევ 10,"- დაწერა კოხმა თავის Twitter- ზე.
ამ დროისთვის, კოსმოსში უწყვეტად ყოფნის რეკორდი ეკუთვნის ამერიკელ ასტრონავტს პეგი უიტსონს - 288 დღე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტში, პირველად ისტორიაში, ორი ასტრონავტი ქალის, კრისტინა კოხისა და ენი მაკლეინის ღია კოსმოსში გასვლა იგეგმებოდა, თუმცა NASA- მ ის გადადო. მიზეზი კი ის გახდა, რომ კოსმოსში გასაშვები შესაბამისი სკაფანდრის მომზადება ვერ მოხერხდა.
ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც ღია კოსმოსში მხოლოდ ქალები გავიდოდნენ.
როგორც „ნასაში“ განმარტეს, სამწუხაროდ ასტრონავტმა ქალებმა საკმაოდ გვიან აღმოაჩინეს, რომ მათ ერთნაირი ზომის სკაფანდრი ერგებათ, ხოლო სადგურზე ასეთი მხოლოდ ერთია.
|