კატეგორია: ეს საინტერესოა 2019-05-15
აშშ-ს მთვარეზე დაბრუნების გეგმა აქტიურ ფაზაში გადაჰყავს. კოსმოსური სააგენტოს NASA-ს განცხადებით, პირველად 2024 წელს მთვარეზე ქალი ასტრონავტი დაეშვება. ამის შესახებ ნათქვამია სააგენტოს Twitter- ის გვერდზე.
NASA - ს ასტრონავტების ახალ მისიას მთვარეზე „არტემიდა“ეწოდება - ბერძნულ მითოლოგიაში მთვარის ქალღმერთისა და აპოლონის ტყუპის ცალის საპატივცემულოდ.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა თავის Twitter- ზე, რომ ამ პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით გამოჰყოფს 1.6 მილიარდ დოლარს. 2020 წელს კი კოსმოსური სააგენტო ბიუჯეტიდან 21 მილიარდ დოლარს მიიღებს. თუმცა დამატებითი დაფინანსება უნდა დამტკიცდეს აშშ-ს კონგრესის მიერ.
2030 წლისთვის NASA-ს მიერ ასევე დაგეგმილია მარსზე გაფრენა.
შეგახსენებთ, რომ 1969 წლის ივლისში კოსმიურმა ხომალდმა აპოლო 11-მა პირველი პილოტირებული მისია შეასრულა, რომლის საბოლოო მიზანი მთვარეზე დაჯდომა იყო. მისი ეკიპაჟი იყო: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი) და მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი). 20 ივლისს, არმსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხი დაადგეს სხვა ციურ სხეულზე - მთვარეზე, რასაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. ისტორიულ მომენტში მისი სიტყვები იყო-„ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“
|