კატეგორია: სპორტი ![](images/shortcut.gif) 2019-05-20
ესპანეთის ქალაქ ხიხონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი სამბოში. ევროპის ჩემპიონი 80+ კგ. წონით კატეგორიაში ელენე ქებაძე გახდა. ნინო ოძელაშვილმა 72 კგ. წონით კატეგორიაში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
სულ საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ თორნიკე ჭოველიძე (62 კგ.) მინდია ლილუაშვილი (68 კგ.) და ელენე ქებაძე (80+ კგ.). სამივე სამბისტმა ევროპის ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.
მეორე საპრიზო ადგილებზე – ნინო ოძელაშვილი (80 კგ.) და ბექა ბერძენიშვილი (100+ კგ.), ხოლო მესამეზე ლევან ბერბერაშვილი (52 კგ.) და ირაკლი კუპატაძე (57 კგ.) გავიდნენ.
|