კატეგორია: ეს საინტერესოა 2019-05-28
ირლანდიაში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობამ - 82,1%, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც განქორწინების პროცედურის გამარტივებას გულისხმობს. ცვლილებები ირლანდიის კონსტიტუციაში შევა.
კანონპროექტის მიხედვით, წყვილმა უნდა იცხოვროს ცალ-ცალკე არა ოთხი, არამედ ორი წლის განმავლობაში, სანამ განქორწინება ოფიციალურად შევა ძალაში.
რეფერენდუმზე დამტკიცებული კიდევ ერთი შესწორება გულისხმობს განქორწინების სრულ აღიარებას, რომელიც საზღვარგარეთ შედგა.
რეფერენდუმში სულ მოსახლეობის 50.89% -მა მიიღო, დუბლინში კი ამ მაჩვენებელმა 86.7% შეადგინა.
განქორწინების პროცედურის გამარტივებას ირლანდიის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი, კათოლიკური ორგანიზაციების გარდა. ისინი, ვინც მხარს უჭერენ ცვლილებებს, მიიჩნევენ, რომ ამით ოჯახებს შეუმცირდება როგორც მატერიალური, ასევე ემოციური ხარჯები.
შეგახსენებთ, რომ ირლანდიაში კანონი განქორწინების შესახებ მიღებული იქნა 1995 წელს. მაშინ ქვეყანაში ასევე რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგად კონსტიტუციაში შევიდა შესაბამისი ცვლილებები. ევროსტატის მიხედვით, 2017 წლელს ქვეყანაში განქორწინების მაჩვენებელი მხოლოდ 0.6% შეადგენდა ყოველ 1000 ადამიანზე. შედარებისთვის ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 1.9% - ს, ხოლო აშშ-ი 3,2%-ს აღწევს.
|