კატეგორია: ეს საინტერესოა 2019-05-28
72-ე მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 194 მონაწილემ თამაშზე დამოკიდებულებას (შეშლილობას) - Gaming disorder, დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციაში შესვლისთვის ხმა მისცა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება, ოფიციალურად აღიარებულია დაავადებად. ახალი ცვლილება ძალაში შევა 2022 წლის 1 იანვრიდან.
თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა 21 საუკუნის სენია, რომელიც მსოფლიოს საკმაოდ ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც.
განსხვავებით ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან, მისი მკურნალობა გაცილებით რთული სამართავია, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანს ფიზიკური დამოკიდებულება ნივთიერების მიმართ არ აქვს, ის მხოლოდ ფსიქოლოგიურადაა მიჯაჭვული. სიმპტომების მიხედვით, დაავადება ხასიათდება თამაშის პროცესში დროის კონტროლის დარღვევით, თამაშის პრიორიტეტად ქცევის სხვა ინტერესებისა და ყოველდღიურ საქმიანობაზე.
|