კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-06-10
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, სოფელ კაბალში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი.არასრულწლოვანი დაორსულდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა.შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლად დაბადებული ბავშვის მამაა.გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.
|
 |