Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

როგორ აიძულებდნენ ქალებს მშობიარობას მთელს მსოფლიოში

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2019-07-12

მას შემდეგ, რაც მეცნიერები მიხვდნენ, რომ პროპაგანდის, აკრძალვების ან წახალისების გზით შესაძლოა მოახდინო გავლენა დემოგრაფიაზე, პოლიტიკოსებმა  შობადობის გაზრდის მიზნით დაიწყეს ყველა შესაძლო მეთოდის გამოყენება. ამ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს შობადობას, პრონატალიზმს ან ნატალიზმს უწოდებენ.

 

 

რას ნიშნავს და რისთვის არის საჭირო პრონატალიზმი, როგორ შეუძლია მას ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა?

 

დიდი ხნის განმავლობაში კონტროლი შობადობაზე ბუნებრივ პროცესს წარმოადგენდა.  სხვადასხვა ქვეყნებში არსებობდა ადათ-წესები და რიტუალები, რომლებიც მშობიარობას „უწყობდნენ“ ხელს. პატრიარქალურ საზოგადოებაში დედობა ქალების ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებად ითვლებოდა, თუმცა შობადობის გაზრდით უფრო საზოგადოება სახელმწიფოზე მეტად იყო დაინტერესებული. ამ საკითხებში პოლიტიკოსები და მეცნიერები თითქმის არ ერეოდნენ.

 

 

 

 

ამ კუთხით ცვლილებები VIII  საუკუნეში დაიწყო, როდესაც სოციოლოგიამ და დემოგრაფიამ განვითარების ახალ დონეს მიაღწია. მეცნიერებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ შობადობის სიხშირე შეიძლება რეგულირდებოდეს კანონებისა და პროპაგანდის გზით. პოლიტიკოსები კი მიხვდნენ, რომ მეცნიერების დახმარებით შეძლებდნენ "ადამიანური რესურსის" მნიშვნელოვნად გაზრდას.

 

ამის შემდეგ, პოლიტიკოსები  უფრო მეტად დაფიქრდნენ თავიანთი ქვეყნების პოპულაციებზე. თუმცა, კარგი ინიციატივა პრობლემად გარდაიქმნა. ადამიანის სიცოცხლე, ქალის სხეული და ბავშვები, პოლიტიკოსების მხრიდან პირველ რიგში, როგორც რესურსი მოიაზრებოდა, რომელიც გარკვეული მიზნების შესასრულებლად იყო საჭირო და არანაირ სხვა ღირებულებას არ წარმოადგენდა.

 

XIX საუკუნეში სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის რეგულარული აღწერის პროცესი დაიწყო. სოციოლოგები და დემოგრაფები არა მხოლოდ შობადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს, არამედ ამასთან დაკავშირებულ ტენდენციებსაც აკვირდებოდნენ.

 

პირველი ქვეყანა, რომელმაც პრონატალიზმის პოლიტიკის განხორციელება დაიწყო საფრანგეთი გახდა.

 

1854-1855 წლებში მოსახლეობის აღწერის შედეგად დადგინდა, რომ საფრანგეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა გადააჭარბა დაბადებულთა რაოდენობას. 1870-1871 წლებში, საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს სიტუაცია გაუარესდა. ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და ქვეყანა სამხედრო საკითხებში ვერ გაუწევდა კონკურენციას გერმანიას. ამგვარად, 1900 წელს ქვეყანაში დეპოპულაციის კომისია შეიქმნა, რომელმაც განაცხადა, რომ: "საფრანგეთის განვითარება, კეთილდღეობა და სიდიადე" დამოკიდებული იყო შობადობის მაჩვენებელზე.

 

 

 

მე - 20 საუკუნის მსოფლიო ომების დროს დემოგრაფიული პრობლემა გახდა პრიორიტეტული ყველა ევროპული ქვეყნისთვის. მოსახლეობა პოლიტიკოსებისთვის გახდა რესურსი,  რომელზედაც დამოკიდებული იყო ტერიტორიების თავდაცვა.

 

1917 წელს გერმანიის გენერალურმა შტაბმა გამოაქვეყნა  მემორანდუმი, რომელშიც ნათქვამი იყო: "მშობიარობის შემცირება დაიწყო 1876 წელს, მე -20 საუკუნის დასაწყისში კი შემაშფოთებელ მაჩვენებელს მიაღწია. თუ ჩვენ დაუყოვნებლივ არ დავასრულებთ ამ ბოროტებას, მოკლე დროში გერმანიის პოზიცია მსოფლიოში საეჭვო გახდება. ოჯახი  სახელმწიფოს საფუძველია. სახელმწიფო დამოკიდებულია ქორწინებების რაოდენობაზე და მათ ფერტილურობაზე. ქორწინების მთავარი მიზანი კი გვარის  გაგრძელებაა."

 

 

დაიწყო შობადობის აქტიური პროპაგანდა. "იმპერიის არსებობა დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც მრავლდებიან და აქვთ თავიანთი რასის წარმომადგენლობის გაზრდის ამბიცია დედამიწაზე", - აცხადებდა იტალიელი ლიდერი ბენიტო მუსოლინი.

 

გარდა დედობის პოპულარიზაციისა, პარალელურად ევროპის ქვეყნებმა აბორტის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებაც დაიწყეს.

 

გერმანიაში აბორტი უკანონო 1872 წლიდან გახდა და პირველი მსოფლიო ომის დროს ქვეყანაში ასევე კონტრაცეპტივების გამოყენებაც აიკრძალა.

 

საფრანგეთში კონტრაცეპტივები 1920 წელს აიკრძალა. სამი წლის შემდეგ კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდა , შედეგად, ქალებსა და ექიმებს ორსულობის შეწყვეტის გამო სერიოზული სასჯელი ემუქრებოდათ.

 

 

1931 წელს იტალიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით, აბორტი ისჯებოდა ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
პროპაგანდისა და აკრძალვების გარდა, ევროპის ქვეყნებმა დაიწყეს ოჯახების მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება, ხოლო უშვილო ადამიანებს ჯარიმების გადახდა დაეკისრათ.

 

ასე 1920 წელს საფრანგეთის მთავრობამ 25% -ით გაზარდა საშემოსავლო გადასახადი 30 წელს გადაცილებული დაუქორწინებელი ადამიანებისთვის და 10% -ით იმ ოჯახებისთვის, რომლებიც 10 წელზე მეტი იყვნენ დაქორწინებული, თუმცა შვილები არ ჰყავდათ. 1927 წელს იტალიაში მუსოლინიმ შემოიღო  "გადასახადები მარტოხელებისთვის“, რომელსაც იხდიდნენ 25 წელს გადაცილებული დაუქორწინებელი კაცები.

 

 

დაახლოებით იმავე დროს, პრონატალიზმი პოლიტიკის ნაწილად გამოცხადდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. აშშ-ს პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი თავის გამოსვლებში ადანაშაულებდა ქალებს იმაში, რომ "მათ არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობის შვილები". ის აცხადებდა, რომ ამერიკულ მიწაზე ჩამოდის ბევრი მიგრანტი და მალე მათი რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე "ამერიკელების".
"ნებისმიერი ერის მთავარი კურთხევაა, შთამომავლისთვის მიწის გადაცემა. მთავარი წყევლა კი უშვილობა"- ამტკიცებდა რუზველტი. 1905 წელს მან აღნიშნა, რომ ოჯახები, სადაც ორ ბავშვზე ნაკლებია, ხელს უწყობენ "ერის თვითმკვლელობას".

 

 

 

ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, მე -20 საუკუნის დასაწყისში ფსევდომეცნიერებით - ევგენიკით დაინტერესდნენ. მათი ვარაუდით შესაძლებელი იყო "ადამიანის რასის გაუმჯობესება", თუ "ჯანსაღ" ოჯახებში წაახალისებდნენ შობადობას.

 

მიმდინარეობდა ევგენიკასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარება, „პოზიტიური“ ღონისძიებები, რომელიც ხელს უწყობდა რეპროდუქციას და „უარყოფითი“ ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო იძულებითი ქორწინება, ან ქორწინების აკრძალვა, ასევე შესაძლებელი იყო სტერილიზაციაც, თუკი ადამიანი მიჩნეული იქნებოდა რეპროდუქციისათვის არასასურველად.

 

ინდივიდების განსაზღვრა ხდებოდა იმის მიხედვით რამდენად კარგი ჯანმრთელობა ჰქონდათ მათ, კერძოდ, თუ იყვნენ ინკლუზივები, არ გააჩნდათ საკმარისი IQ მონაცემები და ა.შ. მათ ეკრძალებოდათ ქორწინება, რადგან ითვლებოდა, რომ ისინი ვერ გააჩენდნენ კარგ შთამომავლობას.

 

 

 

მე-20 საუკუნის დასაწყისში პოპულარული გახდა "საუკეთესო შვილების" და "საუკეთესო ოჯახების" კონკურსების ჩატარების ტრადიცია, რომლის სპონსორი გახდა წითელი ჯვრის ორგანიზაცია, ჟიურის წევრები კი ექიმები იყვნენ.

 

 

კონკურსის მონაწილეები წარმოადგენდნენ დეტალურ ინფორმაციას ოჯახის შესახებ, რომლის წევრებსაც არ უნდა ჰქონოდა მემკვიდრეობითი დაავადებები. მაგალითად: ალკოჰოლიზმი, ფსიქიკური აშლილობა და ა.შ. ექიმები ამოწმებდნენ კონკურსანტებს სიფილისზე, უტარებდნენ ფსიქოლოგიურ ტესტებს და უსინჯავდნენ კბილებს. გამარჯვებულებს აჯილდობებდნენ მედლებით და თასებით, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის კი ეს იყო უფასო სამედიცინო შემოწმების შესაძლებლობა.

 

 

 

ამავდროულად, კონკურსები თავიანთ მიზნებს ასრულებდნენ, როგორიც იყო:  „ლამაზი“ და „წესიერი“ ოჯახების შექმნა,  "ჯანსაღი" შობადობის ხელშეწყობა.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,   ევგენიკა, როგორც პოლიტიკის ნაწილი და "რასობრივი კონკურსების" ჩატარების მოდა ნელ-ნელა გაქრა.

 

 

1960-იან წლებში ამერიკელი ქალებისთვის ხელმისაწვდომი გახდა კონტრაცეფცია, ხოლო 1970-იან წლებში სულ უფრო მეტმა ქალმა უარი თქვა ქორწინებაზე და კარიერული წინსვლა არჩია. სახელმწიფო დონეზე პრონატალიზმის პოლიტიკა შეჩერდა, მაგრამ იდეა საზოგადოებრივ ცნობიერებაში არ გამქრალა. მაგალითად, 1978 წელს, The Washington Post-მა გამოსცა ცნობილი სტატია: „The clock is ticking for the career Women“. სწორედ ამის შემდეგ გამოთქმა: „ქალების ბიოლოგიური დრო“ გახდა მეტაფორა მთელ მსოფლიოში.

 

 

 

საბჭოთა კავშირის დროს აბორტები წარმოადგენდა შობადობის კონტროლის ძირითად საშუალებას და 2000 წლისთვის კავკასიაში აბორტების რიცხვი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო.

 

1920 წლამდე საბჭოთა კავშირში აბორტები ლეგალური გახდა, 1936 წელს აიკრძალა, ხოლო შემდეგ, 1955 წელს, მოხდა მათი რე-ლეგალიზაცია. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების რიცხვმა 27 მილიონს მიაღწია, რამაც გამოიწვია მუშახელის შემცირება და ეკონომიკის დასუსტება. რეაგირების პოლიტიკა იყო პრონატალიზმი- რომლის ომამდელი და შემდგომი შედეგები  საქართველოსაც შეეხო.

 

პრონატალიზმის პოლიტიკა 1944 წლის ოჯახის კანონის სახელწოდებითაა ცნობილი და მისი ავტორი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო, იმ დროისათვის უკრაინის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. ამ პოლიტიკის შედეგად წახალისებული იყო ქორწინების გარეშე შობადობა  სხვადასხვა ჯარიმებისა და ჯილდოების საშუალებით. მარტოხელა დედები ასევე წახალისებულები იყვნენ ბავშვთა სახლებში დაეტოვებინათ შვილები, შედეგად 1945-1955 წლებში 8,7 მლნ უმამო “ ნაბიჭვარი” ბავშვი დაიბადა. არაფორმალურად ხელშეწყობილი იყო ქორწინების გარე ურთიერთობები. ამ პირობებშიც, ქალები ირჩევდნენ არალეგალურ აბორტს, რის შედეგადაც გაიზარდა ქალთა სიკვდილიანობა და კვლავ აბორტის  ლეგალიზაცია მოხდა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker