Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მარგარეტ კრეინის პატარა რევოლუცია ქალთა რეპროდუქციული უფლებებისთვის

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2019-07-19

დღეს ორსულობის დასადგენი ტესტი შეიძლება ნებისმიერ აფთიაქში შეიძინო. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ როდესღაც ქალს არ შეეძლო ექიმების დახმარების გარეშე გაეგო ფეხმძიმობის შესახებ.

 

კითხვა: ”როგორ დავადგინოთ ფეხმძიმობა” ადამიანებს უძველესი დროიდან აწუხებდათ.

 

ჩვენამდე მოღწეულ ძველეგვიპტურ პაპირუსებზე შემორჩენილია ორსულობისა და ბავშვის სქესის დადგენის საინტერესო მეთოდი. მის მიხედვით, ქალს ხორბლეულით სავსე ორ ტომარაზე უნდა მოეშარდა: ერთ ტომარაში ხორბალი ეყარა, მეორეში – ქერი. თუ აღმოცენდებოდა ქერი – ბიჭი დაიბადებოდა, თუ ხორბალი – გოგონა. ამ ტესტს ეგვიპტელი ქალები 1250 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ატარებდნენ.

 

სამედიცინო პაპირუსებში ორსულობის განსაზღვრის სხვა მეთოდებიც არის აღწერილი. მაგალითად, მკერდისა და თვალების ფორმის მიხედვით.
უძველესი დროიდან მეცნიერები ინტუიციურად ხვდებოდნენ, რომ ორსულობა შარდზე ახდენს ზეგავლენას.

 

 

 

 

შუა საუკუნეებში, ევროპულ ქვეყნებში დაავადებების დიაგნოზს  და ფეხმძიმობას ადგენდნენ იმის მიხედვით თუ რა სუნი და გემო ჰქონდა შარდს.

 

ორსულობის დადგენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო ნემსის შარდში ჩაყოფა. თუ ნემსი იფარებოდა წითელი ან შავი ჟანგით, ითვლებობა, რომ ქალი ფეხმძიმედ იყო.

 

ზოგიერთი კი დილის შარდს ღვინოში ურევდა, ცოტა ხნით გააჩერებდა და შედეგს აკვირდებოდა. თუ ქალი ორსულად იყო, სითხე ბლანტი და გაუმჭირვალე გახდებოდა. თუ ის გამჭირვალი და ღია ფერის დარჩებოდა, ფეხმძიმობა არ დგინდებოდა.

 

პირველი ორსულობის ტესტი, რომელსაც პირობითად შეიძლება თანამედროვე ვუწოდოთ, 1927 წელს გერმანიაში გამოჩნდა.  მისი შემქმნელები გახდნენ სელმარ აშჰაიმი და ბერნჰარდ ზონდეკი.

 

 

ქალის შარდს თაგვების და ვირთხების სხეულში ინექცირებდნენ. თუ ქალი იყო ორსული, ინექციის შემდეგ, ჰორმონის წყალობით, ცხოველთა საკვერცხეები იწყებდნენ ზრდას და კვერცხუჯრედებს გამოყოფდნენ.

 

1931 წელს, ამერიკელმა ექიმმა მორის ფრიდმანმა დახვეწა ეს მეთოდი და ინექცია კურდღლებზე გამოსცადა. შემდეგი ნაბიჯი გახდა ბაყაყების გამოყენება. აღმოჩნდა, რომ ორსული ქალის შარდის ინექციის შემდეგ ბაყაყი კვერცხებს დებს. ეს ტესტი უფრო იაფი იყო და შედარებით სწრაფ პასუხს იძლეოდა - 12 საათის განმავლობაში.

 

მე-20 საუკუნის 30 – 40-ან წლებში ქალებს ევროპაში და ამერიკაში იბარებდნენ ექიმთან და მოუწოდებდნენ ანალიზების ჩაბარებისკენ. პრენატალური ცენტრები კი მთელ მსოფლიოში  მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა.

 

 

 

 

მხოლოდ 40 წლის შემდეგ ფარმაცევტულმა კომპანიებმა დაიწყეს ორსულობის ტესტების გამოშვება.  მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოშვება ტექნიკურად არც ისე რთული იყო, ვიდრე ლაბორატორიებში ტესტების ჩატარება, აღმოჩნდა, რომ ბევრს უბრალოდ არ სურდა, რომ ქალებს ორსულობის ტესტები სახლში გაეკეთებინათ.

 

მარგარეტ კრეინის „პატარა რევოლუცია“

 

გრაფიკული დიზაინერი მარგარეტ კრეინი 26 წლის იყო, როდესაც 1967 წელს დაიწყო მუშაობა ნიუ-ჯერსის ფარმაცევტული კომპანიის "Organon Pharmaceuticals" - ის ოფისში. ის დაკავებული იყო ახალი პროდუქციის შეფუთვის დიზაინის შექმნით.

 

ერთ დღეს, მან შენიშნა, რომ ლაბორატორიაში ატარებდნენ ტესტებს ორსულობაზე.

 

 

იმ პერიოდში, ქალს ორსულობის შესახებ შეეძლო გაეგო მხოლოდ ექიმის კაბინეტში.

 

ეს არ იყო მარტივი, განსაკუთრებით ახალგაზრდა გაუთხოვარი ქალებისთვის. 1960 წელს დასავლეთში სექსუალური რევოლუცია მხოლოდ იწყებოდა და ქალებს არ სურდათ ეღიარებინათ ექიმებისთვის, რომ აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწეოდნენ.

 

ამ პერიოდში, აშშ-ს  26 შტატში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა აკრძალული იყო და ბევრი დაუქორწინებელი ქალი თავს დაქორწინებულად ასაღებდა, რათა ორსულობის ტესტი გაევლო.

 

მარგარეტ კრეინმა იცოდა ამ ყველაფრის შესახებ. ბევრ მის მეგობარს და ნაცნობს გავლილი ჰქონდა ეს დამცირება, ბევრს კი მოუწია უკანონო აბორტის გაკეთება და საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა.

 

კრეინმა დაიწყო კომპაქტური ორსულობის ტესტის შექმნა. მას სურდა, რომ ტესტი  მოსახერხებელი და მარტივი ყოფილიყო, ისეთი რომ ქალებს შეძლებოდათ მისი გამოყენება ექიმის დახმარების გარეშე.

 

შედეგად, კრეინმა შექმნა პატარა გამჭირვალე ყუთი პიპეტით, მილით და სარკით.

 

 

მან აჩვენა თავისი გამოგონება კომპანიის ხელმძღვანელობას, თუმცა ის არ მიიღეს და განუმარტეს, რომ ფარმაცევტული კომპანიების მთავარი მომხმარებლები ექიმები და სამედიცინო ორგანიზაციები არიან და რომ მონოპოლია ტესტებზე მათ ექუთვნით. ასევე კრეინს განუცხადეს, რომ თუ Organon Pharmaceuticals-ი შესთავაზებს ქალებს ორსულობის ტესტის გაკეთებას სახლში, ისინი შეწყვეტენ ექიმებთან სიარულს და ამით ყველა დაზარალდება. ამ შემთხვევაში, კომპანიამ ექიმებს და არა ქალებს დაუჭირა მხარი.

 

ამერიკულისგან განსხვავებით, კომპანიის ევროპულმა ფილიალმა შეაფასა კრეინის იდეა და დაიწყო მომზადება კომპაქტური ორსულობის ტესტების გამოსაშვებად.

 

ამის შესახებ კრეინმა მხოლოდ 1968 წელს გაიგო.  მან აღმოაჩინა, რომ აშშ-ს ოფისში სტრატეგიული შეხვედრის ჩატარებას აპირებდნენ. მისი მონაწილეები მხოლოდ კაცები იყვნენ, რომლებსაც უნდა გადაეწყვიტათ ტესტის მომავალი დიზაინი და შეფუთვა.

 

კრეინმა გადაწყვიტა მისულიყო შეხვედრაზე მიწვევის გარეშე. შედეგად, მისი ტესტის პროტოტიპი აღმოჩნდა ყველაზე საიმედო და მარტივი გამოყენებაში.

 

 

1971 წელს, კრეინის კომპაქტური ორსულობის ტესტი „Predictor“ გამოჩნდა გაყიდვაში კანადაში. ტესტის პირველი სარეკლამო სლოგანი იყო: "ყველა ქალს აქვს უფლება იცოდეს არის თუ არა ის ფეხმძიმედ."  ბევრისთვის, ახალი მოწყობილობა ქალთა უფლებებისა და რეპროდუქციული თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა.

 

 

კრეინის ტესტები ამერიკულ ბაზარზე მხოლოდ 1974 წელს გამოჩნდა.

 

აშშ-ი ტესტების გაყიდვების პირველმა 4 წელმა კომპანიებს 40 მილიონი დოლარი მოუტანა და შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

 

 

 

 

1978 წელს მედია წერდა, რომ ორსულობის ტესტები არის: "პატარა რევოლუცია, რომლის შეძენაც ყველა ქალისთვის უახლოეს აფთიაქშია შესაძლებელი".

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker