კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-07-30
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მსხვერპლის ძალადობისგან დასაცავად სამინისტრო კვლავ აგრძელებს მკაცრი პოლიტიკის გატარებას ოჯახში მოძალადეების მიმართ.
შსს-ს ინფორმაციით 2019 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) გამოიცა 5399 შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2018 წლის 6 თვეში - 3292.
შსს-ს სტატისტიკით, ამავე პერიოდში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში მისცეს 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3 პროცენტიანი მაჩვენებელია. ხოლო 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის 6 პროცენტიანი მაჩვენებელი. უწყების მტკიცებით, დამრღვევი 137 შემთხვევაში იყო კაცი, ხოლო შვიდ შემთხვევაში — ქალი.
შემაკავებელი ორდერების გამოცემის რეგიონული მაჩვენებელი შემდეგია:
• თბილისი - 2655;
• იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 563
• ქვემო ქართლი - 477
• კახეთი - 443
• აჭარა - 428
• შიდა ქართლი - 345
• სამეგრელო-ზემო სვანეთი - 258
• მცხეთა-მთიანეთი - 131
• სამცხე-ჯავახეთი - 66
• გურია - 33.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან შსს-ში ამოქმედდა შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმი.
|