კატეგორია: სპორტი ![](images/shortcut.gif) 2019-08-01
ფიფა, 2019 წლის 23 სექტემბერს, ქალთა საუკეთესო მწვრთნელს გამოავლენს. The Best Women's Coach-ის ჯილდოსთვის 10 მწვრთნელი იბრძოლებს, რომელთა შორის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერი გუნდების მწვრთნელებიც მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში დასახელებული 10 მწვრთნელიდან 4 ქალია - ჯილ ელისი (აშშ), პირველი მწვრთნელია რომელმაც 2 მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა; მილენა ბერტოლინი (იტალია), რომელმაც შეძლო და ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად გაიყვანა იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე; სარინა ვიგმანი (ნიდერლანდები), რომელმაც ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა და ანტონია ისი (ესპანეთი) რომლის თაოსნობითაც ესპანეთის ქალთა U-17 ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები მოიგო.
საუკეთესო ათეულში ფილ ნევილი (ინგლისის ნაკრები), ფუტოში იკედა (იაპონია U-20), ჯო მონტემურო (არსენალი), რეინალდ პედროსი(ლიონი), პიტერ გერჰარდსონი (შვედეთის ნაკრები) და პოლ რაილიც (NORTH CAROLINA COURAGE) მოხვდნენ.
ფიფა უახლოეს პერიოდში 3 ფინალისტს გამოავლენს, ხოლო გამარჯვებული 23 სექტემბერს, მილანში გამოვლინდება. სწორედ ამ ქალაქში გაიმართება The Best FIFA Football Awards -ის დასკვნითი ღონისძიება.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესოებს, ხმა ქალთა ფეხბურთის ექსპერტებმა უკვე მისცეს და ახლა, ჯერი ფანებზეა, რომელთა ხმას ისეთივე წონა აქვს, როგორც საფეხბურთო წრეების წარმომადგენლებისას (ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელები, ნაკრების კაპიტნები და სპორტული ჟურნალისტები )
TSFF.GE-სგან დავამატებთ, რომ 2019 წლის 3 სექტემბერს, საუკეთესო ქალთა მწვრთნელის დაჯილდოებამდე 20 დღით ადრე, ერთ-ერთი ნომინანტი, მილენა ბერტოლინი და მისი იტალიის ქალთა ნაკრები საქართველოში ჩამოვა და ლევან ბაჯელიძის საქართველოს ქალთა ნაკრებს, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მეორე კალენდარულ მატჩში დაუპირისპირდება.
|