კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-08-02
ნიდერლანდების საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში ბურკისა და ნიქაბის ტარება აიკრძალა.
აკრძალვა ძალაში 1 აგვისტოს შევიდა და ეხება არა მხოლოდ ნიქაბს ან ბურკას, არამედ ნებისმიერ ტანისამოსს ან აქსესუარს, რომელიც სახეს ფარავს.
იმ შემთხვევაში, თუ პირი წესს არ დაემორჩილება, 150 ევროთი დაჯარიმდება.
2011 წელს საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც კაცებს და ქალებს სახის დამალვა აუკრძალა საზოგადოებრივ ადგილებში.
აკრძალვები ბურკასა და ნიქაბზე მოქმედებს ასევე რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის: ჰოლანდიაში, ავსტრიაში, ბულგარეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში.
2016 წლის დეკემბერში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში ნიქაბისა და ბურკას ტარების ნაწილობრივ აკრძალვას და განაცხადა, რომ მისი ტარება ყველგან უნდა აიკრძალოს, სადაც კი ეს შესაძლებელია. |