კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-08-15
მსახიობმა ემა უოტსონმა, რომელიც ცნობილია გაერო-სთან და Time’s Up– თან მჭიდრო თანამშრომლობით, დაუჭირა მხარი დიდ ბრიტანეთში ცხელი ხაზის ამოქმედებას. ცხელი ხაზი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განიცდიან სექსუალურ შევიწროებას სამუშაო ადგილზე.
ემა უოტსონმა ფონდში, რომელიც დიდ ბრიტანეთში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ შეიქმნა, 1 000 000 დოლარი გადარიცხა, რაც სხვა შემომწირველების კონტრიბუციასთან ერთად ცხელი ხაზის შექმნის საფუძველი გახდა.
ფონდი სხვადასხვა ცნობილი მსახიობის მიერ არის შექმნილი და მისი მიზანია სექსუალური შევიწროების ფაქტების შემცირება.
"ქალების ნახევარი და 18-დან 24-წლამდე ქალების ორი მესამედი განიცდის სექსუალურ შევიწროებას სამუშაო ადგილზე. ინგლისსა და უელსში ყოველი ხუთი ქალიდან ერთი მაინც ყოფილა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 16 წლის შემდეგ. ეს ყველაფერი არ უნდა იყოს შეწყნარებული და ნორმად მიღებული. ჩვენ შეგვიძლია უკეთესები ვიყოთ" - თქვა ემა უოტსონმა.
ცხელი ხაზი იმუშავებს დიდ ბრიტანეთში და მის ფუნქციონირებას მხარს უჭერენ ფონდი „Justice and Equality“, ქალთა და გოგონათა დახმარების ფონდი Rosa და იურიდიული ორგანიზაცია „Rights of Women“.
|