კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-09-02
ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სიტყვა „ქალწული“ უნდა ამოღონ მუსლიმური ქორწინების მოწმობიდან. ამის შესახებ იტყობინება The Guardian-ი.
ქორწილამდე ქალებს უნდა დაედგინათ თავიანთი "სტატუსი" და აერჩიათ დოკუმენტში მოცემული სამი ვარიანტიდან ერთი: კუმარი „ქალწული“, „ქვრივი“ ან „განქორწინებული“. მოწმობაში ტერმინი „ქალწული“ შეიცვლება "დაუქორწინებლით". აღნიშნული ცვლილება ძალაში ოქტომბერში უნდა შევიდეს.
ბანგლადეშში ქორწინების მოწმობებში ტერმინი „ქალწული“ 1961 წელს გაჩნდა. უფლებადამცველები მას "დამამცირებელს და დისკრიმინაციულს" უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ის "არღვევს ქალის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას".
2018 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მოითხოვეს ქალწულობის გამოკვლევის შეწყვეტა და განაცხადეს, რომ ეს არის"შეუსაბამო, ხშირად მტკივნეული, დამამცირებელი და ტრავმული პრაქტიკა".
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ქალწულობის დადგენა ტარდება დღეს მსოფლიოს მინიმუმ ოც ქვეყანაში.
ექსპერტების აზრით ”ქალწულობა” არ წარმოადგენს სამედიცინო ან სამეცნიერო ტერმინს, არამედ ”სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ კონცეფციას, რომელიც ასახავს გენდერულ დისკრიმინაციას ქალთა და გოგონათა მიმართ ”.
შეგახსენებთ, რომ ბანგლადეშში 168 მილიონიანი მოსახლეობის თითქმის 90% მუსლიმია.
|