კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-09-05
ლეგენდარულ მომღერალ პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 11 ქალი ადანაშაულებს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
კერძოდ, ქალები აცხადებენ, რომ დომინგო მათ უნებართვოდ ეხებოდა, პაემნებზე ეპატიჟებოდა, ღამე ურეკავდა და ტუჩებში კოცნას ცდილობდა. Associated Press-ი მხოლოდ ერთ-ერთი ბრალმდებლის სახელს აქვეყნებს. ეს ანჯელა უილსონია, რომელთან ერთადაც დომინგო 1999 წელს ვაშინგტონის ოპერაში მღეროდა.
პირველად მსგავსი ბრალდებები ტენორის მიმართ აგვისტოს დასაწყისში გაჟღერდა. 9 ქალი ამტკიცებდა, რომ დომინგო მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა, უარის შემთხვევაში კი მათ კარიერას ხელს უშლიდა. 78 წლის ტენორი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
|