კატეგორია: ეს საინტერესოა 2019-09-17
ამერიკელი ქალი სარა თომასი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ლა მანშის სრუტე ოთხჯერ შესვენების გარეშე გადაცურა.
37 წლის სარა თომასმა სრუტის გადაცურვა, კვირას, 15 სექტემბრის დილას დაიწყო და 54 საათზე მეტი ხნის შემდეგ დაასრულა.
სარა თომასმა, რომელმაც ერთი წლის წინ მკერდის კიბო დაამარცხა, სრუტის გადაცურვა "ყველა გადარჩენილს" მიუძღვნა.
მანამდე მხოლოდ სამმა მოცურავემ შეძლო ლა მანშის სრუტის სამჯერ გადაცურვა შეუსვენებლად, სარა თომასი კი პირველი აღმოჩნდა ვინც ეს ოთხჯერ მოახერხა.
სარა თომასმა ლა მანში სრუტე პირველად 2012 წელს, მეორედ კი 2016 წელს გადაცურა.
|