Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

ირანი ქალებს სტადიონებზე საფეხბურთო მატჩებზე დასწრების უფლებას მისცემს

Категория: Спорт 
2019-09-23

ირანი ქალებს საფეხბურთო შეხვედრებზე სტადიონებზე დასწრების უფლებას მომავალ თვეს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრების დაწყებიდან მისცემს. ამის შესახებ FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 10 ოქტომბერს იწყება და ირანს პირველი შეხვედრა კამბოჯის ნაკრებთან ენება.

 

ფიფას დელეგაციამ ერთი კვირა გაატარა ირანში, სადაც ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად განიხილავდა შესარჩევი მატჩის ჩატარების დელალებს.

 

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ქალების საფეხბურთო მატჩებზე დასწრების საკითხი ირანის მთავრობასთან მას შემდეგ განიხილა, რაც სექტემბრის დასაწყისში ქალი მხარდამჭერი,  საჰარ ჰოდაიარი გარდაიცვალა. მისი თქმით, დაარწმუნა მთავრობის წარმომადგენლები, რომ ქალებს მატჩზე შესვლის უფლება უნდა ჰქონდეთ.

 

ფეხბურთის ფანი საჰარ ჰოდაიარი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დააკავეს კაცის ფორმაში მატჩზე შესცვლის მცდელობისას.  ჰოდაიარი, ცნობილი, როგორც "ლურჯი გოგო" თავისი საყვარელი გუნდის მაისურის ფერის გამო, დაჭერის საშიშროების წინაშე იდგა. მან სასამართლოს გარეთ თავი დაიწვა და ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.


ჰოდაიარის დაღუპვამ ინტერნეტში პროტესტის დიდი ტალღა გამოიწვია. ბევრმა FIFA– ს ხელმძღვანელობას მიმართა და მოითხოვა, რომ ირანს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აეკრძალოს,  გულშემატკივრებს კი მატჩების ბოიკოტისკენ მოუწოდეს.

 

 

ფეხბურთელებმა და ფანებმა მსოფლიოში დაღუპულს პატივი მიაგეს. ევროპის ქალთა გუნდებიდან ფეხბურთელებმა ცისფერი მაისურები ჩაიცვეს. თავის მხრივ, ფიფაც გააკრიტიკეს. ხალხი მოითხოვდა, რომ გაერიცხათ ან დაესაჯათ ირანის ფეხბურთის ფედერაცია.

 

ისლამური რევოლუციის შემდეგ 1979 წლიდან ქალებს ეკრძალებათ იმ სტადიონზე შესვლა, სადაც კაცები თამაშობენ. იმის მიუხედავად, რომ ირანელ ქალებს ეკრძალებოდათ ფეხბურთის მატჩის ყურება, უცხოელი ქალებს ჰქონდეთ უფლება, თუმცა შეზღუდული შესულიყვნენ სტადიონზე. Human Rights Watch აცხადებს, რომ მაშინ, როცა ეს აკრძალვა უმოწყალო იძულებაა, თან კანონის დონეზე გაწერილი არაა. ეს აკრძალვა დროებით დაირღვა გასულ წელს და ქალებს მიეცათ უფლება ენახათ მსოფლიო თასის თამაში, რომელიც თეირანის სტადიონზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.


https://www.bbc.com/news/world-middle-east-49787863

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker