კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-09-23
თელავში ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცოლის მკვლელობის შემდეგ კაცმა თვითმკვლელობა სცადა.
შსს-ში განაცხადეს, რომ მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-109 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|