კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-09-25
თურქული ორგანიზაციის „Kadin Cinayetlerini Durduracagiz Platformu“-ის (პლატფორმა „ჩვენ შევაჩერებთ ქალთა მკვლელობებს“) ანგარიშის თანახმად, 2018 წელს ქვეყანაში დაახლოებით 440 ქალი იყო მოკლული ქმრის ან პარტნიორის მიერ, 2019 წლის აგვისტოში კი 49 ქალი.
ამ პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევის მიზნით, მხატვარმა ვაჰიტ ტუნამ სტამბულის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე (Meclis-i Mebusan Street) პერფორმანსი მოაწყო და სახლის კედელზე 440 წყვილი ქალის შავი ფეხსაცმელი გამოფინა.
”ჩვენ ვერ დავიცავით მოკლული ქალები, ისინი გაქრნენ. ფეხსაცმელი კი გვახსენებს იმას, რომ დღესაც არ შეგვიძლია სათანადოთ დავიცვათ ისინი, ”- განაცხადა მხატვარმა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში მხატვარი თურქეთში არსებული ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემებით დაინტერესდა. 2016 წელს მან 16 წლის გოგონას, ჰატიჯე ტაშკინის მკვლელობის შესახებ შეიტყო, რომელიც ერთ-ერთ თურქულ სოფელში საყვარელმა მამაკაცმა მოკლა. თავისი შემოქმედებით, ტუნამი ცდილობს თურქულ საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის მზარდ ტენდენციებზე და ამგვარი დანაშაულების არასათანადოდ გამოძიების შესახებ აცნობოს. მხატვარი თვლის, რომ ასეთი პერფორმანსების მოწყობით შეძლებს საზოგადოებისთვის ინფორმაციის ყველაზე ეფექტურად მიწოდებას.
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების სტატისტიკის მიხედვით, თურქეთში ფიქსირდება ქალთა მკვლელობების მზარდი სტატისტიკა. ასე 2013-დან 2017 წლამდე, ქმრის, ნათესავისა ან პარტნიორის მიერ მოკლული ქალთა რაოდენობა 75% -ით გაიზარდა.
|