კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-09-27
ავსტრალიის ბოლო დარჩენილმა შტატმა, ახალმა სამხრეთ უელსმა, აბორტის ლეგალიზაცია დაუშვა. ამის შესახებ იტყობინება BBC.
შესაბამისი კანონი ხუთშაბათს მიიღეს. კანონს 26-მა ადგილობრივმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 14 წინააღმდეგ გამოვიდა. კანონმა გააუქმა ახალი სამხრეთ უელსის შტატში არსებული 119 წლიანი აკრძალვა აბორტზე. ხმის მიცემას წინ მწვავე დებატები უძღოდა. ახალი წესების თანახმად, ქალები 22 კვირამდე ორსულობის შეწყვეტის უფლებას მიიღებენ.
მანამდე, ახალ სამხრეთ უელსში აბორტების გაკეთება ნებადართული იყო მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ დედის სიცოცხლეს ან ნაყოფს საფრთხე ემუქრებოდათ.
|