კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-10-02
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ ირანულმა მუსიკალურმა სტრიმინგ- სერვისმა Melovaz-მა დაიწყო ალბომების ყდებიდან ქალი შემსრულებლების სურათების ამოშლა, თუმცა კაცების გამოსახულებები უცვლელად დატოვა.
"დაზარალებულთა" შორის არიან მომღერლები ტეილორ სვიფტი, ბიონსე, არიანა გრანდე, ლედი გაგა და ა.შ..
კერძოდ, საოცარი მუტაცია განიცადა ფილმ "A Star Is Born" საუნდტრეკის ყდამ, რომელზეც ლედი გაგა ბრედლი კუპერის გვერდით უნდა იდგეს. ირანულ ვერსიაში პოპ მომღერლის გამოსახულება ყდიდან გაქრა.
Melovaz-ის ხელმძღვანელობა მომხდართან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებს.
როგორც ჩანს, სერვისის ადმინისტრაციამ, გადაწყვიტა, რომ ირანის კანონმდებლობის შესაბამისად, ქალის გამოსახულება ალბომის ყდაზე არ უნდა იყოს.
საქმე ეხება ირანში მოქმედ კანონს, რომლის მიხედვით ეროვნებისა და სარწმუნოების მიუხედავად ყველა ქალმა თავსაბურავი უნდა ატაროს.
|