კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-10-04
პირველად საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ქალებს შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Gulf New -ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალებს არმიის ყველა შენაერთში ექნებათ მუშაობის უფლება რიგითის, კაპრალის, უმცროსი და უფროსი სერჟანტის რანგში და ასევე დაიკავონ პოზიციები სამედიცინო სამსახურებში.
როგორც გამოცემა დასძენს, 2018 წელს ქალებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სააგენტოებში, მათ შორის ნარკომანიისა და სისხლის სამართლის გამოძიების განყოფილებებში, ასევე ინსპექტირების, საბაჟო და უსაფრთხოების სამსახურებში მუშაობის უფლება მიეცათ.
ქალთა უფლებებზე ზრუნვა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა დაიწყო. მის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური გარდაქმნის პროგრამაში, სახელწოდებით „ხედვა 2030“ ქალთა როლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
|