Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რობერტ დე ნიროს ყოფილი ასისტენტი გენდერულ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-10-04

რობერტ დე ნიროს ყოფილმა ასისტენტმა მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გრეჰემ ჩეიზი რობინსონი მსახიობს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და მორალური კომპენსაციის სახით მისგან 12 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს.

 

Variety-ის ცნობით, მოსარჩელე აცხადებს, რომ დე ნირო მას ისე ეპყრობოდა, როგორც „საოფისე ცოლს“ და მის მიმართ სექსისტური შინაარსის გამონათქვამებს ხშირად იყენებდა. გარდა ამისა, რობინსონი ირწმუნება, რომ დე ნიროს კომპანიაში მას მამაკაც თანამშრომლებზე ნაკლებ ხელფასს უხდიდნენ.

 

„დე ნირო მოძველებული შეხედულებების ადამიანია. მისთვის მიუღებელია კაცებსა და ქალებს თანაბარი უფლებები ჰქონდეთ. ის არ თვლის, რომ სამსახურში სქესობრივი დისკრიმინაციით კანონი ირღვევა“, -აცხადებს მოსარჩელე. დე ნიროს კომპანიაში ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.

 

აგვისტოში რობინსონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი დე ნიროს კომპანიამ შეიტანა. ყოფილ ასისტენტს კომპანიის სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ და მისგან 6 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვენ. ყოფილ ასისტენტს კომპანიის სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ და მისგან 6 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვენ. კომპანიაში ასევე ირწმუნებიან, რომ რობინსონი სამუშაო ადგილზე სერიალების ყურებით იყო დაკავებული. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ქალმა 4 დღეში ტელესერიალ „მეგობრების“ 55 ეპიზოდს უყურა.

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker