Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატის მიერ თანაშემწეზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ტვიტერზე გამოეხმაურა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-10-08

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატის მხრიდან თანაშემწეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეს ტვიტერზე ინგლისურენოვანი პოსტით გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი საკითხის მიმართ შემწყნარებლობას ვერ გამოიჩენს.

 

"#MeToo საქართველოშიც: თბილისის საკრებულოს წევრის მიმართ ასისტენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. მსგავსი რამის მიმართ შემწყნარებლობას ვერ გამოვიჩენთ", — წერს ზურაბიშვილი.

 

 

 

 


 

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ყვება, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, როცა გაქცევა მოახერხა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო, თუმცა თოდაძეს ამ დრომდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი და არც ჯიშკარიანს აქვს ბრალი წარდგენილი.

 

როგორც თოდაძის ადვოკატი თამუნა ლეკავა ამბობს, უწყებაში ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. მისი განმარტებით, სტატუსის გარეშე საქმის მასალებზე წვდომა არ აქვთ. მისივე თქმით, ხვალ, 7 ოქტომბერს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის ისინი პროკურატურას წერილობით მიმართავენ.

გარდა ამისა, თამთა თოდაძე ამბობს, რომ პოლიცია სავარაუდო დანაშაულის ადგილზე რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მივიდა. მისივე თქმით, სავარაუდო დანაშაული დღის ოთხ საათზე მოხდა, ხოლო სამართალდამცავები ადგილზე მხოლოდ ღამის სამ საათზე მივიდნენ და ოთახი უკვე დალაგებული დახვდათ.

თამთა თოდაძის დედის თქმით, ილია ჯიშკარიანის მეგობარი მასთან მივიდა და მორიგება შესთავაზა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მორიგების პირობა მან არ იცის, თუმცა საკითხი ბრალდების უარყოფას ეხებოდა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker