კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-10-17
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ.
დანაშაულის თაობაზე ქმარმა სამართალდამცავებს თავად აცნობა.
შსს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ- ქვეპუნქტითაა აღძრული, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|