კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2019-10-22
დღეიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში ლეგალიზებულია აბორტი და ერთსქესიანთა ქორწინება.
ახალი კანონები გასული წლის ზაფხულში დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ლეიბორიტული პარტიის წარმომადგენლების ინიციატივით შევიდა.
ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს ერთადერთი ნაწილი იყო, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალული იყო. გარდა ამისა, ინგლისის, შოტლანდიისა და უელსისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ ირლანდიაში დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო ნებადართული, თუ ის დედის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. უკანონო აბორტი კი 14 წლამდე პატიმრობით ისჯებოდა.
ახალი კანონის შესაბამისად, ქალებს, ყოველგვარი პირობის გარეშე, ორსულობის მე-12 კვირამდე აბორტის გაკეთების უფლება მიეცათ. 12 კვირის შემდეგ ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ლეგალური, თუ ის ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
”ქალთა უფლება უსაფრთხო აბორტზე და თანაბარი ქორწინების უფლება გახდა კანონიერი ჩრდილოეთ ირლანდიაში. ეს ისტორიული მომენტია. მადლობა ლეიბორისტული პარტიის ყველა წევრს და დეპუტატს, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების მისაღწევად”, - დაწერა თავის Twitter– ზე დიდი ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა.
|