კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-11-01
კოსოვოში მოზარდის გაუპატიურების ბრალდება 6 ადამიანს წაუყენეს. მათ შორის არიან მასწავლებელი და პოლიციის ის ოფიცერი, რომელსაც ძალადობის მსხვერპლმა გოგონამ დასახმარებლად მიმართა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაუპატიურების პირველი ფაქტი 2017 წელს, მასწავლებლის მხრიდან მოხდა. გოგონამ პოლიციას მიმართა, თუმცა ოფიცერმა, რომელიც გოგონას საქმეს იძიებდა, მოზარდზე თავადაც რამდენჯერმე იძალადა. შედეგად, მოზარდი დაფეხმძიმდა და მას არალეგალური აბორტი იძულების გზით გაუკეთეს. გინეკოლოგი, რომელმაც პროცედურა ჩაატარა, ასევე ბრალდებულია.
პოლიციამ ბრალდებულები 2019 წლის თებერვალში დააკავა. გოგონას გაუპატიურების ფაქტზე ბრალი გუშინ 6 ეჭვმიტანილს წაუყენეს. ბრალდებები მოიცავს: არასწრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და ორსულობის იძულებით უკანონოდ შეწყვეტას.
16 წლის გოგონას თავს მომხდარ შემთხვევას კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაში ტაჩიმ „ტრაგიკული“ უწოდა.
ამ ინციდენტმა შოკში ჩააგდო მთელი კოსოვო. გოგონას მხარდასაჭერად, #metoo კამპანიის ფარგლებში, კოსოვოში მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა.
|