კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-11-01
ინდონეზიაში, ქორწინების გარეშე თანაცხოვრების გამო სასულიერო პირი საჯაროდ გაამათრახეს. ირონია იმაში მდებარეობს, რომ ბრალდებული არის სასულიერო საბჭოს წევრი და პირადად მონაწილეობდა ისლამური სისხლის სამართლის კოდექსის შემუშავებაში, რომლის მიხედვითაც ქორწინების გარეშე თანაცხოვრება გამათრახებით ისჯება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სასჯელის სახით, კაცს ჯოხით 28, ხოლო მის პარტნიორ ქალს 23 დარტყმა მიაყენეს.
სადამსჯელო რიტუალი ინდონეზიის აცეჰის პროვინციაში ჩატარდა და მას ასობით ადამიანი უყურებდა.
შეგახსენებთ, რომ 2005 წელს ინდონეზიის წარმომადგენელთა პალატამ ადგილობრივი ისლამური სისხლის სამართლის კოდექსი მიიღო. იგი კრძალავს და, შესაბამისად, განსაკუთრებული სიმკაცრით სჯის: ალკოჰოლის მოხმარებას, აზარტულ თამაშებს, ქორწინებამდელ სქესობრივ კავშირებსა და წყვილთა ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, ადიულტერსა და ჰომოსექსუალობას. დოკუმენტით ყველაზე სასტიკი სასჯელი გათვალისწინებულია ადიულტერისთვის, რომელიც ჩაქოლვით სიკვდილს ითვალისწინებს.
შარიათის კანონი ვრცელდება როგორც აცეჰის პროვინციაში მცხოვრებ მუსლიმებსა, ასევე არამუსლიმ მოსახლეობაზე.
|