კატეგორია: სპორტი  2019-11-08
გერმანიის საფეხბურთო ნაკრებები არ ითამაშებენ ისეთ ქვეყნებში, სადაც ქალები დისკრიმინაციას განიცდიან. გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) ახალი პრეზიდენტის ფრიც კელერის ეს გადაწყვეტილება კავშირმა ერთხმად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Die Welt ავრცელებს.

კელერმა წარუდგინა საფეხბურთო კავშირს წინადადება, რომლის თანახმად გერმანია არ გაგზავნის ეროვნულ გუნდებს ტურნირებზე ისეთ ქვეყნებში, სადაც ქალებს არ გააჩნიათ თანაბარი უფლებები.
კელერმა ასევე დასძინა, რომ გუნდები არ ითამაშებენ მატჩებს ისეთ ქვეყნებში, რომელშიც ქალებს არ აქვთ სტადიონებზე და სხვა სპორტულ ობიექტებზე დაშვების გარანტირებული უფლება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) ხელმძღვანელი ფრიც კელერი გახდა.
|