იაპონიაში, სოციალურ ქსელებში ჰეშტაგი „აკრძალვა სათვალეზე“ (# メ ガ ネ 着 用 禁止) ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული გახდა. საუბარია სათვალის ტარების აკრძალვაზე, რომელიც დასაქმებული ქალებისთვის უამრავ კომპანიაში მოქმედებს.
ბევრ იაპონურ კომპანიაში, დამსაქმებლები აიძულებენ ქალ თანამშრომლებს უარი თქვან სათვალეზე კონტაქტური ლინზების სასარგებლოდ, მაშინაც კი, თუ უკანასკნელი სამედიცინო უკუჩვენებას იწვევს.
დამსაქმებლების აზრით, სათვალეში ქალი თანამშრომლები ნაკლებად ქალურად და მეგობრულად გამოიყურება.
იაპონიის სოციალური ქსელების მომხმარებლები აღშფოთდნენ ასეთი დისკრიმინაციული პრაქტიკით.
”თუ სამსახურში სათვალის ტარება რეალური პრობლემაა, მაშინ ეს ყველასთვის უნდა აიკრძალოს - როგორც ქალისთვის, ისე კაცისთვისაც.”- წერენ მომხმარებლები სოციალურ ქსელებში.
”თუ წესები მხოლოდ ქალებზე ვრცელდება, ეს ქალთა მიმართ დისკრიმინაციაა”, - განაცხადა Human Rights Watch- ის დირექტორმა.
წლის დასაწყისში, იაპონიაში სოციალური ქსელის მომხმარებლები აპროტესტებდნენ იმას, რომ ქალ თანამშრომლებს აიძულებდნენ მოსულიყვნენ სამსახურში მაღალ ქუსლებზე. ამ წესის შესაჩერებლად, #KuToo კამპანიისფარგლებში, ონლაინ პეტიციაც გამოქვეყნდა და მას 31,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ამის საპასუხოდ, იაპონიის ერთ-ერთმა მინისტრმა განაცხადა, რომ დრესკოდი "აუცილებელი და სათანადოა" სამუშაო ადგილზე.