კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-11-11
სამოქალაქო აქტივის ანა სუბელიანზე თავდამსხმელს, შალვა შევარდნაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილება ტენდენციურია და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
ჰომოფობიური ჯგუფის წევრი ანა სუბელიანს თავს 8 ნოემბერს, And Then We Danced-ის სეანსზე შესვლისას დაესხა და თავში მძიმე საგანი ესროლა. აქტივისტის განცხადებით, მას შვიდი ნაკერი დაადეს.
"მიზანმიმართული თავდასხმა იყო, მომვარდნენ მიცნეს და მემუქრებოდნენ. პოლიცია არაფერს აკეთებდა ამის შესაჩერებლად. ყველაფერი აჩვენებდა, რომ შეიძლებოდა ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლი გავმხდარიყავი, სრულიად შემთხვევით ვარ გადარჩენილი, რომ თვალი არ დავკარგე", — აცხადებს აქტივისტი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
|