კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2019-11-12
131-წლის განმავლობაში პირველად ბრიტანული ჟურნალის Financial Times-ის მთავარი რედაქტორი ქალი გახდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პოსტს ლიბანელი რულა ხალაფი დაიკავებს, რომელიც ახლა მთავარი რედაქტორის ლაიონელ ბარბერის მოადგილეა. ხალაფი მუშაობას 2020 წლის იანვარში შეუდგება, როცა ბარბერი პოსტს დატოვებს.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, გავხდე მსოფლიოში საუკეთესო საინფორმაციო ორგანიზაცია FT-ის რედაქტორი“. - განაცხადა ხალაფმა.
|